გიგი წერეთელი სააკაშვილზე: ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას
ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას, როგორც იცით დაფუძნდა ორგანიზაციაც და იყო საუბარი პარტიის შექმნაზე, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიგი წერეთელმა სააკაშვილის მიერ თანამდებობის დატოვებაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს.
„ვინც თვალს ადევნებდა ბოლო წლებში ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობაზე სააკაშვილის მუშაობას, ყველა ნახავდა, თუ რამდენი ბრძოლა იყო კორუფციის და კრიმინალის წინააღმდეგ. ალბათ ამ ეტაპზე იქ მეტ მნიშვნელოვანს ვეღარ გააკეთებდა. თავად სააკაშვილმაც თქვა, რომ ის ოპოზიციურ ბრძოლას აგრძელებს. მე მასთან გეგმებზე არ მისაუბრია, მაგრამ ის იწყებს ძალიან დიდ მოძრაობას, როგორც იცით დაფუძნდა ორგანიზაციაც და იყო საუბარი პარტიის შექმნაზე, დანარჩენზე ალბათ თავად ისაუბრებს ყველაფერზე”, – განაცხადა გიგი წერეთელმა.
მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის თანამდებობა დატოვა და უკრაინის ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა.