ლეონიდ რაძიხოვსკი სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებს ასახელებს

მიხეილ სააკაშვილი ოდესის გუბერნატორის თანამდებობიდან საქართველოში „ნაციონალური მოძრაობის მიერ“ არჩევნების წაგების გამო გადადგა. ამის შესახებ „კვირას“ რუსმა პუბლიცისტმა და ექსპერტმა ლეონიდ რაძიხოვსკიმ განუცხადა.
„სააკაშვილის პოლიტიკური კარიერა, ვფიქრობ, დასრულდა. ის დასრულდა საქართველოში 8 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. რაც არ უნდა თქვას სააკაშვილმა,  მისმა პარტიამ არჩევნები წააგო. ასე, რომ სააკაშვილმა მხარდაჭერა უკრაინაშიც დაკარგა. რაც შეეხება მის განცხადებებს კორუცფიასთან ბრძოლის შესახებ, ეს მხოლოდ განცხადებებად დარჩა. კორუფციის დამარცხება მან ვერ შეძლო, საქართველოში დამარცხდა, მოკლედ ყველა ფრონტზე დამარცხდა და ეს გადაწყვეტილება ამით აიხსნება,“ – განუცხადა რაძიხოვსკიმ „კვირას“.
მან ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატებისთვის, არც ჰილარი კლინტონისთვის, არც დონალდ ტრამპისთვის სააკაშვილი „არაფერს არ წარმოადგენს“.
“კვირა” ინტერვიუს სრულ ვერსიას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები