ნუკრი ქანთარია: “ცრუპენტელა” სააკაშვილმა პოროშენკოს დაასწრო და გადადგომის შესახებ თავად განაცხადა

ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან სააკაშვილის ცრუპენტელობა გამომჟღავნდებოდა, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების“ წევრი ნუკრი ქანთარია მიხეილ სააკაშვილის მიერ ოდესის გუბერნატორის პოსტის დატოვების თაობაზე გაკეთებულ განცხადებას.
ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ სააკაშვილს ისედაც გადააყენებდნენ და მან დღევანდელი განცხადებით, ისეთი სურათი შექმნა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით გადადგა.
ქანთარია სააკაშვილს მოუწოდებს ჩაბარდეს ქართულ მართლმსაჯულებას.
“უკრაინის შიდა საქმეებში ვერ ჩავერევი. მაგრამ ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან მისი ცრუპენტელობა გამომჟღავნდებოდა და დაინახავდა ამას საზოგადოება, მან ალბათ უკვე კარგად იცოდა, რომ მოხსნიდნენ მასაც. ეს მწიფდებოდა, ჩანდა აშკარად. როგორც ჩანს, მან დაასწრო განცხადების გაკეთება, ვიდრე გადააყენებდნენ და ისეთი სურათი დახატა, რომ ვითომ თვითონ გადადგა. გასაგებია, რომ რთული დღეები აქვს.  ვურჩევდი, რომ ჩამოვიდეს საქართველოში, მართლმსაჯულებას ჩაბარდეს. ნორმალური საკანი ექნება და იქ შეუძლია გადააფასოს ყველაფერი“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.
ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი თანამდებობიდან გადადგა. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„პრეზიდენტი პოროშენკო მე მპირდებოდა, რომ მხარს დამიჭერდა, მაგრამ მან არ შეასრულა დანაპირები. ასევე ის ყოველთვის ამბობდა, რომ რეფორმები არის შეუქცევადი და მომატყუა, არ შეასრულა თავისი სიტყვა. ეს ყველაფერი მომბეზრდა და ამით დავიღალე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყიდის ადგილებს და ისევ მოჰყავს ძველი, კორუმპირებული ადამიანები. რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს, პოროშენკო თუ იანუკოვიჩი. როგორც ძარცვავდნენ, ისე ძარცვავენ ახლაც. ამის ატანას აღარ ვაპირებ, ასე ბევრჯერ, ცხოვრებაში, არავის მოვუტყუებივარ“, -განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები