საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი GMF-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე GMF (The German Marshall Fund of the United States)-ის და რუმინეთის ასპენის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც დღეს რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაიმართება.
როგორც “კვირას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, კონფერენციის სახელწოდებაა „რამდენად დაცულია აღმოსავლეთ ფლანგი”. თენგიზ ფხალაძე სიტყვით გამოვა სესიაზე – უსაფრთხოება პარტნიორული ურთიერობის გაძლიერების გზით.
აღნიშნულ პანელზე იმსჯელებენ NATO-ს პარტნიორი ქვეყნების როლზე მოკლევადიან პერსპექტივაში, ვარშავის NATO-ს სამიტის გადაწყვეტილებების განხორციელების და გრძელვადიან პერსპექტივაში კი, საერთო ევროპული და რეგიონული უსაფრთხოების ჭრილში.
რუმინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თენგიზ ფხალაძე უკვე შეხვდა რუმინელ კოლეგას ბოგდან აურესკუს.
შეხვედრისას განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების, შავ ზღვაზე თანამშრომლობის გაღრმავების, ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის საკითხები. საუბარი შეეხო ასევე, საქართველოს პრეზიდენტის რუმინეთში ვიზიტსაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები