მიხეილ სააკაშვილი – გადავდექი, რადგან პოროშენკომ რამდენჯერმე მომატყუა (ვიდეო)

ოდესის გუბერნატორის თანანამდებობას იმის გამო ვტოვებ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა რამდენჯერმე მომატყუა. ამის შესახებ ოდესის უკვე ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
„იქ, სადაც ახლა ვიმყოფები, თანამედროვე საბაჟო ცენტრი უნდა გახსნილიყო. მას ფუნქციონირება 2017 წლიდან უნდა დაეწყო. სინამდვილეში კი ფული მოიპარეს და არაფერიც არ გაიხსნა. პრეზიდენტი პოროშენკო მე მპირდებოდა, რომ მხარს დამიჭერდა, მაგრამ მან არ შეასრულა დანაპირები. ასევე ის ყოველთვის ამბობდა, რომ რეფორმები არის შეუქცევადი და მომატყუა, არ შეასრულა თავისი სიტყვა.  ეს ყველაფერი მომბეზრდა და ამით დავიღალე. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყიდის ადგილებს და ისევ მოჰყავს ძველი, კორუმპირებული ადამიანები. რა მნიშვნელობა აქვს უკრაინელებისთვის, ვინ გაძარცვავს, პოროშენკო თუ იანუკოვიჩი. როგორც ძარცვავდნენ, ისე ძარცვავენ ახლაც. ამის ატანას აღარ ვაპირებ, ასე ბევრჯერ ცხოვრებაში არავის მოვუტყუებივარ. როდესაც ამ „როჟების“ განცხადებებს ვისმენ, რომ მილიარდები აქვთ და ამით ტრაბახობენ, ისინი არიან 1990-იანების მკვლელები. ძალიან მიყვარს ეს ოლქი და  ყოველთვის მხარს მიჭერდნენ უბრალო ადამიანები. მინდა ვუთხრა ოდესელებს – ჩვენ ავაღორძინებთ ოდესას.  მინდოდა, ოდესა ბათუმივით გამხდარიყო, მაგრამ ოდესა მაშინ გათავისუფლდება და განვითარდება, როცა  ასეთი ხალხი კიევშიც აღარ იქნება. მე გადავდექი და ბრძოლის ახალ ეტაპს ვიწყებ, ტყუილად ნუ ექნებათ იმედი, რომ თავიდან მომიშორეს. მე ვარ ჯარისკაცი, რომელიც გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძვის. უნდა გავათავისუფლო უკრაინა ამ საზიზღარი კორუფციონერებისგან, რომლებმაც სურთ, რომ უკრაინელებს ბოლო კაპიკი წაართვან. უკრაინას ჰყავს ახალგაზრდები, რომლებიც მას გამოიყვანენ ამ მდგომარეობიდან. ეს ბრძოლა გრძელდება და ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ აცხადებს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები