შემზარავი მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანი ცნობილი დრამატურგის შვილობილია – რისთვის ქირაობდნენ მეგობრები სარდაფს

თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულების საქმესთან დაკავშირებით, „კვირასთვის“ დამატებით დეტალები გახდა ცნობილი. არასრულწლოვანი, რომელიც დუმილის უფლებას იყენებს, ნინა ჩ-ძე, დაპატიმრებამდე ოთხი დღის ადრე, ნაცნობებს ტელეფონით დაუკავშირდა, ის რამდენიმე პირთან ერთად ფართის ქირაობას ითხოვდა.
„ოთხი დღის წინ დამირეკა. მარტო მინდა საცხოვრებლად გადავიდე, ბინა არ მინდა, უფრო სარდაფს ვეძებო. ფართი, რომელიც შევთავაზე, საკმაოდ ძვირი იყო. “არაუშავს, მეგობრებთან ერთად ვაპირებ ფართის დაქირავებასო“, – მითხრა და ამის შემდეგ აღარ გამოჩენილა. 14971359_1281035438585613_43018085_n
„კვირას“ ინფორმაციით, ნინა ჩ.-მ წელს ეროვნული გამოცდები ვერ ჩააბარა. იგი ცნობილი დრამატურგის ოჯახში გაიზარდა. „კვირა“ მის ვინაობას არ ამხელს. დრამატურგს ამ თემაზე საუბარი არ სურს. აღსანიშნავია, რომ ის ერთ-ერთ პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებელში ლექციებს კითხულობს. სწავლის პარალელურად, ნინა ეროვნული გამოცდებისთვის ემზადებოდა და თბილისში ერთ-ერთი თეატრალური დასის წევრი იყო. სხვადასხვა სპექტაკლებში სხვადასხვა როლებს თამაშობდა. წელს, მაის-ივნისის თვეში, სპექტაკლ „მექანიკურ ფორთოხალში“ ერთ-ერთი მთავარი როლიც შეასრულა.
„ნინამ ორი კვირის წინ დამირეკა. გამოცდები ვერ ჩააბარა. უამრავი დრო მაქვს და თეატრში დავბრუნდებიო. უნიჭიერესია ნინა, თავისებური ბავშვია, განსხვავებული მსოფლმხედველობით. გამორჩეული იყო. ყოველთვის გემოვნებიან მუსიკას უსმენდა. გადასარევად ხატავდა. სამხატვრო აკადემიაში ხელოვნების მიმართულებით სწავლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ ვერ ჩააბარა. ახალ სპექტაკლზე „რიჩარდ III-ზე“ ვმუშაობ, იქ სამხატვრო დეკორაციები ნინას უნდა შეექმნა. რამდენიმე სპექტაკლში თამაშობდა და თან კარგად. ერთ-ერთი სპექტაკლის შემდეგ, ნინას მშობლებიც გავიცანი. ისინი წარმოდგენას დარბაზიდან უყურებდნენ. მამობილი ცნობილი დრამატურგია. ერთხელ ნინას მეგობარი ახლდა. გამაცნო, მეტსახელი ერქვა „გოთი“ ( 23 წლის ბექა შენგელია) . არ მომეწონა ის ახალგაზრდა, მაგრამ არ მითქვამს ნინასთვის. ბიჭი უცხო საზოგადოებაში ზედმეტად თამამად იქცეოდა. ცოტა თავხედურადაც. ასეთი იყო ჩემი პირველი შთაბეჭდილება, თუმცა, ეს ნინასთვის არ მითქვამს. ის ისეთი მგრძნობიარე იყო, რომ შეიძლება სწყენოდა“, – გვითხრა რეჟისორმა.14963049_1281035135252310_111424720_n (1)
​საქმის კიდევ ერთი ბრალდებულის, ირმა ყოჩიაშვილის შესახებ კი ისაა ცნობილი, რომ მან თბილისის 124 -ე საჯარო სკოლა დაასრულა. იგი კლასის ბანკეტს არ დასწრებია. ირმა ყოჩიაშვილმა მთელი სასწავლო პროცესი ამ სკოლაში გაატარა. დაწყებითი კლასის პედაგოგი „კვირასთან“ ამჟამინდელ ბრალდებულს იხსენებს.
„ოჯახს 22 წლის გოგონა გარდაეცვალა. ის მძიმე სენით იყო დაავადებული. გოგო უნიჭიერესი და ძალიან ჭკვიანი ყოფილა. ამის შემდეგ, ოჯახმა ირმა შვილად აიყვანა ზრდიდა. ირმას პირველი კლასიდან ვასწავლიდი. დედამ თავისი ტრაგედიის შესახებ მიამბო. ირმას მშობლები სკოლაში ხშირად აკითხავდნენ. განსაკუთრებული მშობლები იყვნენ. სულ თან დასდევდნენ. ხან დედა, ხან მამა მოდიოდა და სკოლიდან მიჰყავდათ. მამა 31-ე ქარხანაში მუშაობდა. ირმა წყნარი და უკონტაქტო ბავშვი იყო, კლასში მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავდა, დანარჩენებთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე საგანი განსაკუთრებულად უყვარდა. ყოველთვის მომზადებული იყო და გონიერი მოსწავლე გახლდათ. მას მხოლოდ მე-4 კლასამდე ვასწავლიდი“, – ამბობს ირმა (მარი) ყოჩიაშვილის დაწყებითი კლასის პედაგოგი.
სკოლის დირექტორის ინფორმაციით, ის მე-12 კლასის დამამთავრებელ გამოცდებზე არ გამოცხადებულა და შესაბამისად, სკოლის ატესტატიც არ აუღია.
„მოსწავლე სასწავლო პროცესს არცთუ იშვიათად აცდენდა. დედა მას ხშირად აკითხავდა. დამრიგებლისგან ვიცი, იმდენად ყურადღებიანი დედა ჰყავდა, რომ ძალიან განიცდიდა მის მდგომარეობას. სწავლით გამორჩეული არ ყოფილა. სამი წლის წინ დაამთავრა სკოლა ისე, რომ მე-12 კლასის დასრულების შემდეგ, სკოლის გამოცდებზე არ გამოცხადებულა“, – აცხადებს სკოლის დირექტორი მადონა მუმლაძე.
შეგახსენებთ, რომ ასაკოვანი დედა 18 წლის გოგონამ მეგობრებთან ერთად მოკლა. ფაქტთან დაკავშირებით სულ 5 პირია დაკავებული. 14591773_310768625976084_1003157158819267858_n
„გამოძიებამ დაადგინა, რომ სამმა ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს, წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, რასაც წინ უძღოდა დედა-შვილის ირმა ყ.-სა და ლუბა ყ.-ს შორის წარმოქმნილი უთანხმოება და დაპირისპირება, თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე კორპუსის საცხოვრებელ ბინაში, ამავე მისამართზე მცხოვრები, ბრალდებულ ირმა ყ.-ს დედა – 1940 წელს დაბადებული ლუბა ყ. ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, ხოლო შემდგომ – გაგუდეს და დანის დარტყმით მოკლეს. ბრალდებულებმა გარდაცვლილი ლუბა ყ.-ს ცხედარი დიდი ზომის ჩანთაში მოათავსეს და თბილისში, ბექა შ.-ს ნაქირავებ ბინაში გადაიტანეს, სადაც გვამი დაანაწევრეს. იმავე საღამოს, დაბინდების შემდეგ, ბრალდებულებმა დანაწევრებული გვამი ორი ჩანთის მეშვეობით გლდანის N8 საპყრობილის მიმდებარედ არსებულ გაუქმებულ ნაგავსაყრელზე გადაიტანეს, წინასწარ, მოცემული დანაშაულის ჩადენის მიზნით შეძენილი ბენზინი გადაასხეს, ცეცხლი წაუკიდეს და კვალის დასაფარად, თხრილში დაწვეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ეს იყო რიტუალური მკვლელობა. აღნიშნულ საქმეზე განზრახ დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის დაკავებულ ბრალდებულთაგან ორი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. მესამე ბრალდებული, არასრულწლოვანი ნინა ჩ. დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, განზრახ მკვლელობის, დანაშაულის დაფარვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 375-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს”, -აცხადებენ შსს-ში.
საგამოძიებო უწყებამ დღეს 18:00 საათამდე საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით უნდა მიმართოს. პროკურატურა, სავარაუდოდ, 5-ვე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები