ლაგოდეხში ცოფით დაავადებული 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიკლა და დაიმარხა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ცოფის შემთხვევების გამოვლენის გამო, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში მდებარე ფერმა და მისი მიმდებარე ტერიტორია არაკეთილსაიმედოდ გამოაცხადა და 2-თვიანი შეზღუდვა დააწესა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცოფით დაავადებული 3 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი დაიკლა და დაიმარხა.
სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნული ზომები დაავადებული ხორცის რეალიზაციის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამორიცხავს.
“იმუნობუფერული ზონის შექმნის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება ბეშქენტის ტერიტორიაზე, 3 კმ-ის რადიუსში. დღევანდელი მონაცემებით, ვაქცინირებულია 420 ცხოველი. ვაქცინაცია კვლავ გრძელდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.