სოფელ ზვარეში, ადგილობრივები ჩინური კომპანიის გაძევებას ითხოვენ

ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ადგილობრივები და ჩინურ კომპანიაში დასაქმებულები კომპანიის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი კომპანიის შესასვლელთან ამ წუთებში იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები გუშინ მომხდარ ინციდენტს აპროტესტებენ, რომლის დროსაც 10-მდე მუშამ სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიღო. მათი ინფორმაციით, კომპანიის ადმინისტრაცია მათ ხელკეტებითა და ბასრი საგნებით გაუსწორდა. როგორც კომპანიაში დასაქმებულები აცხადებენ, საწარმო მეორე დღეა პარალიზებულია და ვიდრე კომპანიის მენეჯმენტი არ შეიცვლება, სამუშაო პროცესის გაგრძელებას არ აპირებენ.
„ვითხოვთ ამ კომპანიის აქედან გაშვებას. ვინც ამ კომპანიაში მუშაობს, არცერთი არ უნდა დარჩეს აქ, ვინც ჩვენი ბიჭები დააზიანა“, – განაცხადა კომპანიაში დასაქმებულმა ალექსი შუბითიძემ.
დღესვე, გუშინ მომხდარ ინციდენტს გააპროტესტებენ თბილისში პროფკავშირების წარმომადგენლებიც. აქცია-მსვლელობას ისინი 17:00 საათზე გეგმავენ, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები და სტუდენტები შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ სოფელ ზვარეში, გუშინ, ჩინური კომპანიის თანამშრომლებსა და ადგილობრივებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ინციდენტში მოგვიანებით, ადგილობრივებიც ჩაერთვნენ. მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გუშინ, ჩინეთის სამი მოქალაქე დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები