“კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გააკეთებს”

“კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი პარტიის ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.
როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, მე-9 მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც საქართველოს წაადგება.
„კონკრეტულ კანდიდატურებზე განცხადებას ჩვენი ლიდერი პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვის შემდეგ გააკეთებს, რომელიც 2-3 დღეში ჩატარდება. მე არაფრის გამორიცხვა ან დადასტურება არ შემიძლია, ვინაიდან გვაქვს გარკვეული თამაშის წესები და უხერხული იქნება ჩემგან რაიმეს თქმა იქამდე, ვიდრე ჩვენი ლიდერი გააკეთებს განცხადებას. პარტიის შიგნით მიმდინარეობს საკმაოდ ჯანსაღი პროცესები. რაც შეეხება ცვლილებებს, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი ცვლილება უკვე მოხდა, საზოგადოების არჩევანიდან გამომდინარე. შემიძლია ვთქვა, რომ მე-9 მოწვევის პარლამენტი გააკეთებს ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას წაადგება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები