ირაკლი კობახიძე: კონსულტაციები დაიწყო და უახლოეს დღეებში გვეცოდინება თუ ვინ რა თანამდებობას დაიკავებს

“კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარდგება” , – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე კონკრეტული პასუხები არ არსებობს, რადგან სხვადასხვა თანამდებობაზე სხვადასხვა პირთა კანდიდატურები განიხილება.
„კონსულტაციები დაიწყო და ჩვენ უახლოეს დღეებში გვეცოდინება კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვინ რა თანამდებობაზე წარდგება. იგივე ეხება ჩემს კანდიდატურას, პარლამენტის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით. კონკრეტულად ვერ გეტყვით სახელებსა და გვარებს ახლა, რადგან მიმდინარეობს კონსულტაციები და საზოგადოება უახლოეს დღეებში გაიგებს, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები