გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, ტიმოთი სილვესტერ ჰარრისს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრს, ტიმოთი სილვესტერ ჰარრისს შეხვდა.
როგორც “კვირას” პრემიერის ადმინისტრაციიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ორმხრივ თანამშრომლობას საერთაშორისო დონეზე, მათ შორის გაეროს ფარგლებში.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას. საქართველოს მთავრობამ მზადყოფნა გამოთქვა, სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციას გაუზიაროს წარმატებული რეფორმების გამოცდილება, მათ შორის  ელექტრონული მმართველობის, საჯარო სერვისების, საკანონმდებლო ბაზის გაძლიერებისა და სხვა მიმართულებებით.
ყურადღება დაეთმო თანამშრომლობას რეგიონულ ორგანიზაციებში, განათლებისა და მეცნიერების სფეროში, ასევე, ორი ქვეყნის სავაჭრო პალატებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის.
სენტ კიტსისა და ნევისის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი თბილისში „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის“ (OECD) გამჭვირვალობისა და ინფორმაციის გაცვლის გლობალური ფორუმის, მე-9 პლენარული სესიის ფარგლებში იმყოფება. გლობალური ფორუმის პლენარული სესია საგადასახადო პოლიტიკის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონის შეხვედრაა, რომელშიც ფორუმის წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფოსა და 14 საერთაშორისო ორგანიზაციის 250-მდე დელეგატი მონაწილეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები