უხელმძღვანელებს თუ არა ჯანდაცვის კომიტეტს – მარიამ ჯაში “კვირასთან” კომენტარს აკეთებს

„ქართული ოცნების“ წევრი მარიამ ჯაში გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ იგი სათავეში პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს ჩაუდგება, არც უარყოფს და არც ადასტურებს.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას მარიამ ჯაშმა აღნიშნა, უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები კიდევ ერთხელ შეჯერდება.
„ნამდვილად ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას. მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები. ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით.
მინდა, რომ პატივი ვცე მიმდინარე კონსულტაციების ფორმატს. ჩვენ ვალდებული ვართ, დაველოდოთ საბოლოო გადაწყვეტილებების შეჯერებას.
როგორი გადაწყვეტილებაც უნდა იყოს მიღებული, ფაქტია, რომ ყველა მიმართულებით ხელისუფლებას სათავეში კვალიფიციური, პროფესიონალი და კომპეტენტური გუნდი ჩაუდგება. ეს არის გუნდი, რომელიც იხელმძღვანელებს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ჯაშმა „კვირასთან“ საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები