გუგული მაღრაძე: პარლამენტია ის ორგანო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მოწყობის წესი

“მიზანშეწონილია, რომ ქვეყნის მოწყობის წესში მთავრი გადაწყვეტილება პარლამენტმა მიიღოს”, – ამის შესახებ კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.
გუგული მაღრაძე თვლის, რომ კომისიაში, რომელიც შეიქმნება, ყველა სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელი უნდა მონაწილეობდეს, თუმცა ძირითად გადაწყვეტილებას პარლამენტი უნდა იღებდეს.
„როცა ქვეყნის კანონი დგინდება, მასში მონაწილეობას თითოეული ადამიანი უნდა იღებდეს. საქართველოს მოსახლეობისთვის საკონსტიტუციო საკითხის გადაწყვეტილება არ უნდა იყო მხოლოდ ამ კომისიის ინტერესის საგანი, მასში ჩართული უნდა იყოს ყველა სახელმწიფო სამსახურის წარმომდგენელი. აქ სამუშაოა ძალიან ბევრი და უნდა ასახავდეს არსებულ რეალობას და განვითარების პერსპექტივას. ამასთანავე, პარლამენტი არის ის ორგანო, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს ქვეყნის მოწყობის წესი“, – განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები