“ყველა კანდიდატურა, რომელიც სახელდება, არის მაღალკვალიფიციური და მოიაზრება გარკვეულ თანამდებობაზე”
“ნოდარ ჯავახიშვილის მიმართ დადებითად ვარ განწყობილი, ზურაბ ალავიძეს მე არ ვიცნობ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, გუგული მაღრაძემ განაცხადა.
გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ სამინისტროების ხელმძღვანელების დანიშვნებზე წამოწყებული დისკუსია ნაადრევია.
„ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება. რეგიონული განვითარების მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძის და ნოდარ ჯავახიშვილის გვარების გაჟღერების შესახებ მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ მე ბატონ ნოდარს კარგად ვიცნობ და დადებითად ვარ განწყობილი, ბატონ ზურას არ ვიცნობ. რაც მთავარია, ყველა კანდიდატურა, რომელიც სახელდება, არის მაღალკვალიფიციური და მოიაზრება გარკვეულ თანამდებობაზე“, -განაცხადა გუგული მაღრაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.