დიმიტრი ხუნდაძე: მე ვფიქრობ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტი უნდა წყვეტდეს მნიშვნელოვან საკითხებს

პრეზიდენტის არჩევის ირგვლივ წამოწყებულ ხმაურს დიმიტრი ხუნდაძე ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ თვლის. „ქართული ოცნების“ წევრი ფიქრობს, რომ მსგავს თემებზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, მისივე განცხადებით, საპარლამენტო ქვეყანაში მნიშვნელოვან საკითხებს პარლამენტი უნდა წყვეტდეს.
“კონსტიტუციონალისტებმა ვფიქრობ, რომ ეს თემა ზედმეტად აწიეს, თუმცა, ჩემი აზრით, საპარლამენტო რესპუბლიკაში მნიშვნელოვან საკითხებს პარლამენტი უნდა წყვეტდეს. თუკი ეს თემა განხილვის საგანი გახდება, რაც ჯერჯერობით არ დგას დღის წესრიგში, გადაწყვეტილება იქნება გუნდურად მიღებული“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დიმიტრი ხუნდაძე პარლამენტში ინიცირებულ სამუშაო ჯგუფის შექმნაზეც აკეთებს კომენტარს და თვლის, რომ სახელმწიფო სამსახურები კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა თანამშრომლობდნ​ენ.
„თუკი ეს ჯგუფი შეიქმნა, ცხადია, განისაზღვრება უფლება-მოვალეობებიც სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის. რაც მეტი კავშირი და ურთიერთგაგება იქნება, ეს ყველასთვის მისაღები იქნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები