ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლაზე: ეს იყო რაღაც სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი განცხადებები

“საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეიძლება ხორციელდებოდეს ვინმეს გაღიზიანების გამო“, – ასე ეხმაურება პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის არჩევის წესის შეცვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს.
როგორც ჩიხრაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო ცვლილებები არსებული ბალანსის გაუარესებისთვის არ უნდა ხორციელდებოდეს.
„ეს იყო რაღაც სუბიექტური მოსაზრებებით ნაკარნახევი განცხადებები. მერე იცით, მოუხდათ განმარტებების გაკეთება რომ არა, ჩვენ ამას ასე ფორსირებულად არ ვაპირებთ და ა.შ. თუ ამას არ აპირებდნენ, რა საჭირო იყო ამდენი განცხადებები.
მარგველაშვილი, რომ იყოს პრეზიდენტი, რომელიც უტყვად ასრულებს ყველანაირ დავალებას, რომელიც წამოვა მმართველი პარტიის ლიდერებისგან და მას არ ჰქონდეს არანაირი განსხვავებული პოზიცია, ალბათ ეს საკითხიც არ დადგებოდა. საკონსტიტუციო ცვლილებები არ შეიძლება ხორციელდებოდეს ვინმეს გაღიზიანების გამო.
საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა ხორციელდებოდეს იქიდან გამომდინარე, რომ თუ ბალანსი არ არსებობს, შექმნას უკეთესი ბალანსი და არა იმისთვის, რომ უკვე არსებული ბალანსი გააუარესოს“, – განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები