პავლე კუბლაშვილი საადვოკატო საქმიანობას იწყებს

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ ერთ-ერთი სახე პავლე კუბლაშვილი საადვოკატო ბიუროს ხსნის. ამ საკითხის გასარკვევად იგი, როგორც თავად ამბობს დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში იმყოფებოდა.
„მინდა ჩამოვაყალიბო საკონსულტაციო ბიურო, პროფესიით იურისტი ვარ და ვფიქრობ, ამ მიმართულებითაც წარმატებული ვიქნები. დღეს ვიყავი ეკონომიკის სამინისტროში ამ საკითხთან დაკავშირებით. არანაირად არ უკავშირდება დღევანდელი შეხვედრა, ჩემს პოლიტიკურ ცხოვრებას. ეს არის ჩემი სამომავლო საადვოკატურო ცხოვრებასთან დაგეგმილი საკითხი“, – აღნიშნა პავლე კუბლაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები