“ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს

”ნაციონალური მოძრაობა” მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მარნეულში ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატმა ახმედ იმამკულიევმა განუცხადა.
მისი შეფასებით, არჩევნებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება.
”ეს არჩევნები უნდა გაუქმდეს, ვინაიდან არჩევნები მიმდინარეობდა გაყალბების, დაშინებისა და დარღვევების ფონზე. არჩევნებმა არ ასახა ამომრჩევლის ნება და აქედან გამომდინარე 36-ე საარჩევნო ოლქში ჩატარებული არჩევნები უნდა გაუქმდეს”, – განაცხადა იმამკულიევმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები