ზვიად ძიძიგური: დარწმუნებული ვარ, “ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები დამაჯერებლად დაასრულა

დარწმუნებული ვარ, “ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები დამაჯერებლად დაასრულა, – ამის შესახებ ზვიად ძიძიგურმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას განაცხადა და აღნიშნა, რომ პროცესი იყო ძალიან პოზიტიური და წარმატებული.
მისი თქმით, ზუგდიდიში არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ, წყნარ და ძალიან ცივილურ ვითარებაში.
“მიუხედავად იმისა, რომ აქ კონკურენცია ორ პარტიას შორის არის, ეს კონკურენცია არ გადაზრდილა რაიმე შეხლა-შემოხლაში, დაპირისპირებაში. ვფიქრობ, რომ შედეგებს ყველა ერთად ვნახავთ, თუ რომელმა პარტიამ გაიმარჯვა. დარწმუნებული ვარ “ქართულმა ოცნებამ” ეს არჩევნები დამაჯერებლად დაასრულა”, –  განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები