კახა კალაძე: თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება” ლიდერობს

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო ოლქში “ქართული ოცნება” ლიდერობს.
„არჩევნებმა ჩაიარა თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში, სადაც ამომრჩეველს საშუალება ჰქონდა საკუთარი არჩევანი გაეკეთებინა. მადლობა ამომრჩეველს აქტიურობისთვის და მაღალი მოქალაქეობრივი პასუხსიმგებლობისთვის. საქართველოში არჩევნები შედგა და საქართველოს მოსახლეობისთვის უდიდესმა ნაწილმა ნდობა გამოუცხადა „ქართულ ოცნებას“. ჩვენს ხელთ არსებული წინასწარი მონაცემებით, პრაქტიკულად ყველა საარჩევნო ოლქში ლიდერობენ პარტია ქართული ოცნების კანდიდატები, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ჩვენ მზად ვართ განახლებული ენერგიით შევუდგეთ ქვეყნის აღმშენებლობის პროცესს”, – განაცხადა კალაძემ.

მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური 50 ოლქში გაიმართა.

8 ოქტომბრის კენჭისყრის მიხედვით “ქართულ ოცნებას” უკვე აქვს 67 მანდატი, “ნაციონალურ მოძრაობას” კი -27.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები