„ნაციონალების” ლიდერები, მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით”

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ახალციხე-ადიგენის ოლქში მანქანით გადაადგილდებიან „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით.
კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან.
„არჩევნები კვლავაც წარიმართება არსებითად მშვიდ გარემოში. არ ფიქსირდება მნიშვნელოვანი დარღვევები კვლავაც საარჩევნო უბნებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით ასეთია მდგომარეობა. მინდა გაგაცნოთ ინფორმაცია ორ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. ერთი უკავშირდება ახალციხე-ადიგენს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ახალციხე-ადიგენის ოლქში მანქანით გადაადგილდებიან გივი თარგამაძე და გოკა გაბაშვილი, ნაც.მოძრაობის ლიდერები, რომლებიც მითითებებს აძლევენ თავიანთ აქტივისტებს უბნების ჩაშლასთან დაკავშირებით. ეს არის ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაცია. მოვუწოდებთ ჩვენ, რა თქმა უნდა, ნაც. მოძრაობას, რომ თავი შეიკავონ ასეთი ქმედებებისგან, ასეთი რამ არის კანონდარღვევა და არ დარჩება არცერთ შემთხვევაში დაუსჯელი. მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებს, საარჩევნო ადმინისტრაციას, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოიჩინონ ასეთი ტიპის პროვოკაციების მიმართ. მეორე კონკრეტული ფაქტი ეხება უკვე რუსთავს, 67-ე უბანს რუსთავის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც შეინიშნება კონცენტრაცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების და არსებობს გარკვეული ეჭვი ამ უბანზე პროვოკაციის მოწყობასთან დაკავშირებით. აქაც გვაქვს იგივე მოწოდება, მოვუწოდებთ ყველას, რომ არ განახორციელონ არავითარი პროვოკაცია.

ეს არ დარჩება დაუსჯელი და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს აქტივისტებს, მხარდამჭერებს, რომ მაქსიმალურად მოერიდონ პროვოკაციებზე წამოგებას, არ წამოეგონ პროვოკაციებს და ყველა ასეთ შემთხვევაზე დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს“, -აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები