“სამართლიანი არჩევნები”: საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა

11:00 საათისთვის, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საარჩევნო უბნების გახსნისა და მოწყობის პროცესმა არსებითი ხასიათის დარღვევების გარეშე ჩაიარა.
დაფიქსირდა საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოების 6, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის 2, წილისყრის პროცედურის დარღვევის 3 და მარკირების გარეშე ხმის მიცემის 1 შემთხვევა.
დამკვირვებლების მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები.
„დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში განთავსებულ #49.59.127 საარჩევნო უბანზე და #36 მაჟორიტარული ოლქის #18 საარჩევნო უბანზე (მარნეული).
საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადოდ წარმოება.
წილისყრის პროცედურის დარღვევა #70 მაჟორიტარული ოლქის #58 საარჩევნო უბანზე.
(ბათუმი)#23 მაჟორიტარული ოლქის #8 (საგარეჯო) და #49 მაჟორიტარული ოლქის #91 (ქუთაისი) საარჩევნო უბნებზე. მარკირების შემოწმების გარეშე ხმის მიცემა #51 მაჟორიტარული ოლქის #21 საარჩევნო უბანზე (ბაღდათი).
ამ დროისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ ჩანაწერთა წიგნში დაფიქსირებულია 10 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში წარდგენილია 9 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში – 6 საჩივარი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

2016 წლის 30 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურს სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება 700-მდე დამკვირვებლისგან შემდგარი მისიით 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აკვირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები