იაკობ ასანიძე: 10:00 საათის მონაცემებით, მარნეულში ხმა ამომრჩეველთა 5-მა პროცენტმა მისცა

10:00 საათისთვის არსებული მონაცემებით, მარნეულში აქტივობა საშუალოზე დაბალია, – ამის შესახებ ადგილობრივი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იაკობ ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
”10:00 საათის მონაცემებით ხმა მისცა 2514-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო ამომრჩევლის 5%-ს შეადგენს. კენჭისყრა მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, გამჭვირვალედ და სამართლიანად. ორი საჩივარია შემოსული საია-ს მხრიდან, ორივე პროცედურულ დარღვევებს ეხებოდა, რაც აღმოფხვრელია”, – განაცხადა იაკობ ასანიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები