უსკო: დაფიქსირებულია რამდენიმე პროცედურული დარღვევა, რისთვისაც დაიწერა სამი საჩივარი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განლაგებული 348-ვე უბანი კანონით დადგენილ დროს გაიხსნა. დაწყებულია კენჭისყრის პროცედურა და მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
როგორც ჯალაღონიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამ დროის მონაცემებით, რამდენიმე პროცედურული დარღვევა დაფიქსირდა და დაიწერა სამი საჩივარი. უსკოს თავმჯდომარემ აღნიშნული დარღვევების შინაარსზე ისაუბრა.
“დაფიქსირდა რამდენიმე პროცედურული დარღვევა. მაგალითად, ბათუმის 24-ე უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს პირველი ამომრჩევლის ხელმოწერის გარეშე. ბათუმის 66-ე უბანზე არ იყო ხმის მიცემის კაბინაზე ფოტო-ვიდეო გადაღემის ამკრძალავი ნიშანი, რაც ადგილზევე აღმოიფხვრა. ბათუმის 70-ე მაჟორიტარული ოლქის 69-ე უბანზე, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო არ გამოცხადდა საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანი, სადაც კომისიის წევრებმა, მდივნის ფუნქციის შესასრულებლად, თავმჯდომარის და მოადგილის გარდა, დარჩენილი 10 წევრისგან აირჩიეს ერთ-ერთი”, – განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.
აჭარაში, მაჟორიტარული სისტემით არჩევნების მეორე ტური 6-ვე მაჟორიტარულ ოლქში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები