ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ქუთაისში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქუთაისის სამივე საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნები დროულად, დილის 07:00 საათზე გაიხსნა, ხმის მიცემის პროცედურა კი ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.
იმ ოლქებში, სადაც მეორე ტური ტარდება, სულ 160 ათასზე მეტი ამომრჩეველია რეგისტრირებული. სამივე ოლქის 129 უბანზე ერთმანეთს ნაციონალური მოძრაობისა და ქართული ოცნების კანდიდატები უპირისპირდებიან.
ამ დრომდე არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია, თუმცა ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე მცირე ტექნიკური ხარვეზი იყო, კერძოდ რეგისტრატორს ერთი ბეჭდით მეტი მიუვიდა, რომელიც დაილუქა და დღის მას ბოლოს კვლავ ცესკო-ში დააბრუნებენ.
საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პირველი ბრიფინგი უკვე გამართა. როგორც ცესკო-ს წარმომადგენლები, ასევე ამომრჩევლები განმარტავენ, რომ ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები