ცესკო: ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს

ხმის მიცემის პროცესი მშვიდ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში მიმდინარეობს. ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ პირველ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, ყველა საარჩევნო უბანი ამომრჩევლისთვის 08:00 საათზე გაიხსნა და 
საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ და ყველასათვის ხელმისაწვდომ გარემოში ჩასატარებლად.
 არჩევნები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ტარდება. პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის ექვსივე მაჟორიტარულ ოლქში ასევე იმართება აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მეორე ტური, გარდა ამისა, ახალციხეში მერის, ხოლო, ზუგდიდში, ბოლნისსა და ხარაგაულში გამგებლების რიგგარეშე არჩევნების მეორე ტური ტარდება, ასევე იმართება ლაგოდეხისა და სენაკის საკრებულოების შუალედური არჩევნები.
„არჩევნები საერთო ჯამში 2229 საარჩევნო უბანზე ტარდება. მათგან 9 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 478 042-ს შეადგენს“, – განაცხადა ანა მიქელაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები