არჩევნების მეორე ტურისთვის საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩევლებს ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეუძლიათ

საქართველოს პარლამენტის არჩევნების მეორე ტურისთვის ყველა საარჩევნო უბანი 07:00 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩევლებს ხმის მიცემა 08:00 საათიდან შეუძლიათ.
 
ცესკოს ინფორმაციით, თითოეული საარჩევნო უბანი ყველა საჭირო ინვენტარითა და დოკუმენტაციით აღჭურვილია.
 
საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური 2 229 საარჩევნო უბანზე ტარდება. მათ შორის, ცხრა გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბანია, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა კი 2 478 042-ს შეადგენს.
 
ცესკო-ში აცხადებენ, რომ საარჩევნო უბნებზე მცირემხედველი ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ორი გამადიდებელი ლინზა, ხოლო უსინათლო ამომრჩევლებისთვის ბიულეტენის შესავსები სპეციალური ჩარჩო ფორმა.
 
რაც შეეხება ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებს, მათთვის ადაპტირებულია 754 საარჩევნო უბანი, რომლებიც სპეციალური ხმის მიცემის კაბინებითაა აღჭურვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები