დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება

დღეს პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური ტარდება. არჩევნების მეორე ტური 50 მაჟორიტარულ ოლქში იმართება, აქედან თბილისის 18 და რეგიონების – 32 ოლქში. არჩევნების მეორე ტური ყველა იმ ოლქში ტარდება,, სადაც კანდიდატმა ”საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შესძლო.
8 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით, მაჟორიტარულ ოლქებში ”ქართული ოცნების” მიერ წარდგენილი კანდიდატები ლიდერობენ, გარდა მარნეულის #36-ე, ხაშურის #43-ე და ახალციხის #44-ე ოლქებისა, სადაც მიღებული ხმების რაოდენობის მიხედვით, მმართველი პარტიის წარმომადგენლებს ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა აჯობეს.

არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთის მთავარი კონკურენტი ”ქართული ოცნება” და ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა”. არჩევნების მეორე ტურში არჩეულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.

რაც შეეხება კანდიდატებს, პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში დეპუტატობის შემდეგი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას:

მთაწმინდის #1 მაჟორიტარული ოლქი: სალომე ზურაბიშვილი (დამოუკიდებელი კანდიდატი) და ნიკა რურუა (ნაციონალური მოძრაობა).

ვაკის #2 მაჟორიტარული ოლქი: და ბიძინა გეგიძე (ქართული ოცნება) და ელენე ხოშტარია (ნაციონალური მოძრაობა).

საბურთალოს #6 მაჟორიტარული ოლქი: ლევან გოგიჩაიშვილი (ქართული ოცნება) და სევდია უგრეხელიძე (ნაციონალური მოძრაობა ).

კრწანისის #7 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ოდიშარია (ქართული ოცნება) და ირაკლი აბესაძე (ნაციონალური მოძრაობა).

ისნის #8 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი აბუსერიძე (ქართული ოცნება) და გიორგი ონიანი (ნაციონალური მოძრაობა).

ისნის #9 მაჟორიტარული ოლქი: დავით ჭიჭინაძე (ქართული ოცნება) და ბესიკ კვიციანი (ნაციონალური მოძრაობა).

ისნის #10 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ნაცვლიშვილი (ქართული ოცნება) და ზაზა კედელაშვილი (ნაციონალური მოძრაობა).

სამგორის #11 მაჟორიტარულ ოლქი: და გიორგი მოსიძე (ქართული ოცნება) და ირაკლი ნადირაძე (ნაციონალური მოძრაობა).

სამგორის #12 მაჟორიტარული ოლქი: მარიამ ჯაში (ქართული ოცნება) და დათო ჟღენტი (ნაციონალური მოძრაობა).

სამგორის #13 მაჟორიტარული ოლქი: შოთა ხაბარელი (ქართული ოცნება) და გიორგი ხახნელიძე (ნაციონალური მოძრაობა).

დიდუბის #15 მაჟორიტარული ოლქი: ზაზა პაპუაშვილი (ქართული ოცნება) და დავით ნაფეტვარიძე (ნაციონალური მოძრაობა).

დიდუბის #16 მაჟორიტარული ოლქი: ივლიანე წულაია (ქართული ოცნება) და ირაკლი დვალი (ნაციონალური მოძრაობა).

ნაძალადევის #17 მაჟორიტარული ოლქი: სოფიო კილაძე (ქართული ოცნება) და მურმან თხელიძე (ნაციონალური მოძრაობა).

ნაძალადევის #18 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა გუგეშაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და მიხეილ ყაველაშვილი (ქართული ოცნება).

ნაძალადევის #19 მაჟორიტარული ოლქი: ლერი დემეტრაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და ზაზა გაბუნია (ქართული ოცნება).

გლდანის #20 მაჟორიტარული ოლქი: ალექსანდრე ჩაფიჩაძე (ნაციონალური მოძრაობა) და კობა კობალაძე (ქართული ოცნება).

გლდანის #21 მაჟორიტარული ოლქი: ლევან კობიაშვილი (ქართული ოცნება) და სერგო რატიანი (ნაციონალური მოძრაობა).

გლდანის #22 მაჟორიტარული ოლქი: ლევან კობერიძე (ქართული ოცნება) და გიორგი ბარამიძე (ნაციონალური მოძრაობა).

რეგიონების მასშტაბით მაჟორიტარული არჩევნები 32 ოლქში ტარდება, სადაც შემდეგი კანდიდატები იღებენ მონაწილეობას:

საგარეჯოს #23 მაჟორიტარული ოლქი: ზურაბ ჭიაბერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და რომან მუჩიაშვილი (ქართული ოცნება).

გურჯაანის #24 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ღვინიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და დავით სონღულაშვილი (ქართული ოცნება).

ლაგოდეხის #26 მაჟორიტარული ოლქი: გურამ კაკალაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და გურამ მაჭარაშვილი (ქართული ოცნება).

თელავის #27 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი ბოტკოველი (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება).

ახმეტის #28 მაჟორიტარული ოლქი: შაქრო ტერტერაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და გელა სამხარაული (ქართული ოცნება).

რუსთავის #29 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჩიქოვანი (ნაციონალური მოძრაობა) და პაატა მხეიძე (ქართული ოცნება).

რუსთავის #30 მაჟორიტარული ოლქი: დავით კირკიტაძე (ნაციონალური მოძრაობა) და გიორგი ბეგაძე (ქართული ოცნება).

მარნეულის #36 მაჟორიტარული ოლქი: აკმამედ იმამკულიევი (ნაციონალური მოძრაობა) და თამაზ ნავერიანი (ქართული ოცნება).

მცხეთის #37 მაჟორიტარული ოლქი: დიმიტრი ხუნდაძე (ქართული ოცნება) და ცეზარ ჩოჩელი (დამოუკიდებელი კანდიდატი).

კასპის #39 მაჟორიტარული ოლქი: ნუგზარ ნონიაშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი მეზურნიშვილი (ქართული ოცნება).

გორის #41 მაჟორიტარული ოლქი: ირაკლი ალასანია (თავისუფალი დემოკრატები) და იოსებ მაკრახიძე (ქართული ოცნება).

გორის #42 მაჟორიტარული ოლქი: ბადრი ბასიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და თენგიზ ხუბულური (ქართული ოცნება).

ხაშურის #43 მაჟორიტარული ოლქი: სიმონ ნოზაძე (თოფაძე-მრეწველები) და ვალერი გელაშვილი (ქართული ოცნება).

ახალციხის #44 მაჟორიტარული ოლქი: ვაჟა ჩიტიშვილი (ნაციონალური მოძრაობა) და გიორგი კოპაძე (ქართული ოცნება).

ქუთაისის #47 მაჟორიტარული ოლქი: გენადი მარგველაშვილი (ქართული ოცნება) და გიორგი თევდორაძე (ნაციონალური მოძრაობა).

ქუთაისის #48 მაჟორიტარული ოლქი: აკაკი ბობოხიძე (ნაციონალური მოძრაობა) და დიმიტრი მხეიძე (ქართული ოცნება).

ქუთაისის #49 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი წერეთელი (ნაციონალური მოძრაობა) და კობა ნარჩემაშვილი (ქართული ოცნება).

ბაღდათის #51 მაჟორიტარული ოლქი: გიორგი რობაქიძე (ნაციონალური მოძრაობა) და კობა ლურსმანაშვილი (ქართული ოცნება).

ზესტაფონის #52 მაჟორიტარული ოლქი: შალვა კიკნაველიძე (ქართული ოცნება) და ბეჟან ბუცხრიკიძე (ნაციონალური მოძრაობა).

ჭიათურის #56 მაჟორიტარული ოლქი: სულხან მახათაძე (ქართული ოცნება) და თეიმურაზ გაფრინდაშვილი (თავისუფალი დემოკრატები)

ლანჩხუთი #60 მაჟორიტარული ოლქი: ნინო წილოსანი (ქართული ოცნება) და აკაკი ჩხაიძე (დამოუკიდებელი კანდიდატი).

ფოთის #61 მაჟორიტარული ოლქი: ბექა ბასილაია (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ხახუბია (ქართული ოცნება).

სენაკის #63 მაჟორიტარული ოლქი: კობა ნაყოფია (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ბერაია (ქართული ოცნება).

ხობის #64 მაჟორიტარული ოლქი: მამუკა ჭოხონელიძე (ნაციონალური მოძრაობა) და ირაკლი ბერაია.

ზუგდიდის #65 მაჟორიტარული ოლქი: ლევან კონჯარია (ნაციონალური მოძრაობა) და მერაბ ქვარაია (ქართული ოცნება).

ზუგდიდის #66 მაჟორიტარული ოლქი: სანდრა ელისდაბედ რულოვსი (ნაციონალური მოძრაობა) და ედიშერ თოლორაია (ქართული ოცნება).

წალენჯიხის #67 მაჟორიტარული ოლქი: გოგა გულორდავა (ქართული ოცნება) და ლევან ქარდავა (ნაციონალური მოძრაობა).

ბათუმის #68 მაჟორიტარული ოლქი: მირდატ ქამადაძე (ნაციონალური მოძრაობა) და ფატი ხალვაში (ქართული ოცნება).

ბათუმის #69 მაჟორიტარული ოლქი: ლევან ბეჟანიძე (ქართული ოცნება) და გიორგი კირთაძე (ნაციონალური მოძრაობა).

ბათუმის #70 მაჟორიტარული ოლქი: მუხრან ვახტანგაძე (ქართული ოცნება) და თეიმურაზ დუმბაძე (ნაციონალური მოძრაობა).

ქობულეთის #71 მაჟორიტარული ოლქი: კობა ნაკაიძე (ქართული ოცნება) და ჯანსუღ ჯინჭარაძე (ნაციონალური მოძრაობა).

ხელვაჩაურის #72 მაჟორიტარული ოლქი: ილია ნაკაშიძე (ქართული ოცნება) და მიშა ბოლქვაძე (ნაციონალური მოძრაობა).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები