თურქეთის ელჩი სარფის საბაჟოზე შექმნილ შეფერხებას ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს

საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ თურქულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ, არ ადასტურებს. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
სარფის საბაჟოზე შექმნილ შეფერხებას საქართველოში თურქეთის ელჩი ტექნიკურ ხარვეზს უკავშირებს.
„გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს იქ უნდა მომხდარიყო ტერორისტული აქტი, თუმცა ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ამას არ ვადასტურებთ”, – განაცხადა საქართველოში თურქეთის ელჩმა.
თურქეთში ფეხით მიმავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარი ისევ ჩაკეტილია. საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მხოლოდ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ, ისიც – შეფერხებებით.

ოფიციალურ მიზეზად თურქეთის საბაჟოს ელექტრონულ სისტემაში შექმნილი პროგრამული ხარვეზი სახელდება.

ცოტა ხნის წინ თურქულ მედიაზე დაყრდნობით ქართულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის თურქეთის მხარეს ხელნაკეთი ბომბის აფეთქების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები