მეცნიერები – მარიხუანის მოხმარება მხედველობას აუმჯობესებს
მარიხუანის მოხმარება მხედველობას აუმჯობესებს სიბნელეში. ამის შესახებ გამოცემა Elife-ში გამოქვეყნებული მონაცემები მიუთითებს.
მეცნიერებმა კვლევა თავკომბალებზე ჩაატარეს. ექსპერიმენტის დასაწყისში მკვლევარებმა თავკომბალებს სინთეტიკური კანაფი შეუყვანეს და შემდეგ მიკროელექტროდების მეშვეობით დაადგინეს, თუ როგორ მოქმედებს მათი თვალის ნერვი შუქზე.
კანაფში შემავალმა ნივთიერებებმა თვალის ნერვის უჯრედები უფრო მგრძნობიარე გახადა, ისინი უფრო მალე რეაგირებდნენ როგორც კაშკაშა, ასევე სუსტ შუქზე.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კვლევების გაგრძელების შედეგად ისეთი დაავადებების მკურნალობის მეთოდების ეფექტურობა შეიძლება დადგინდეს, როგორებიცაა თვალის ბადურის დისტროფია და გლაუკომა.