“მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, გიორგი პაპუაშვილთან მოქალაქის ჩამორთმეულ ქონებაზე, საქმეს, განმხილველი პალატა ჩამოშორდა”

27 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, როლანდ ბლადაძის ადვოკატის არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობის ფონზე, ჩანიშნული სასამართლო პროცესი მწვავე დისკუსიით წარიმართა. არჩილ კაიკაციშვილმა კოლეგიალური სასამართლოს უმრავლესობის აცილება მოითხოვა.
სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა არჩილ კაიკაციშვილის შუამდგომლობა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 31-ე მუხლის საფუძველზე, მოსამართლეები – ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი საქმის განხილვას ჩამოაშორა.
სასამართლომ საფუძვლიანად სცნო წარდგენილი მტკიცებულებები და მხარეს დაუდასტურა მოლოდინი, რომ საქმის განხილვაში დამოუკიდებელი მოსამართლეები უნდა იღებდნენ მონაწილეობას.
„როლანდ ბლადაძის საქმესთან დაკავშირებით, რომელიც წლების წინ ბათუმში ჩამორთმეულ ქონებას ეხება, სადაც ამჟამად ცხოვრებას განაგრძობს გიორგი პაპუაშვილი, ჩვენ დავაყენეთ შუამდგომლობა განმხილველი პალატის საქმიდან ჩამოშორების შესახებ, რადგან ნინო ქადაგიძე და მანანა ჩოხელი იმ პერიოდში მონაწილეობდნენ სწორედ ქონების ჩამორთმევის საქმის განხილვაში.
მოხდა უპრეცედენტო შემთხვევა, საქმეს ჩამოშორდნენ ის მოსამართლეები, რომელთაც მიღებული აქვთ როლანდ ბლადაძის საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
მოსამართლე გიორგი გოგიაშვილმა მიიღო უაღრესად პრინციპული გადაწყვეტილება და კანონის თანახმად ჩვენ პირველი რაუნდი წარმატებით განვახორციელეთ,“-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
არჩილ კაიკაციშვილი ბლადაძის საქმეს სასამართლოს ღირსების საქმედ თვლის. მან მოსამართლეს საქმის შედგომი ობიექტური წარმართვის შესახებ „კვირას“ პრესკლუბიდან მოუწოდა.
„7 მოსამართლეს უფლება არ გააჩნია ბლადაძის საქმის განხილვაში მონაწილეობა მიიღოს, რჩება 6 მოსამართლე, ამიტომ ეს საქმე აწარმოონ დამოუკიდებელმა მოსამართლეებმა, რადგან, თქვენ ხართ ის პიროვნება, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩამორთმეული ქონების საქმეებში, ამიტომ ეს თქვენი პირადი ღირსების საკითხიცაა, რომ მიიღოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება.“-განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, ობიექტური სასამართლოს წარმართვის პროცესში, თვალყურის დევნება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესაც სთხოვა.
კაიკაციშვილი თვლის, რომ სააკაშვილის დროინდელი მოსამართლეებისგან მიღებული გადაწყვეტილებების გამო, სასამართლოს სახელი აქვს გატეხილი. აქედან გამომდინარე, ბლადაძის საქმეს, სასამართლოს ღირსების საქმესაც უწოდებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები