გიორგი მღებრიშვილი: ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით, ბახტრიონის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის საქმე გახსნილია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, დაჭრილი ახალგაზრდების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
”მძიმე მდგომარეობაში არ არიან, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაული გახსნილია. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
წუხელ ბახტრიონზე, ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ ორი მუხლით – 117-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა-შეძენა-ტარებას გულისხმობს.
დაჭრილები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. როგორც “კვირას” რესპუბლიკურ საავადმყოფოში განუცხადეს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები