გიორგი მღებრიშვილი: არაერთხელ განვაცხადე მარნეულზე, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები

ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი, – აღნიშნული განცხადება შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჯიხაშკარსა და მარნეულში არჩევნების დღეს მომხდარ არეულობაში ბრალდებულთა დაკავების კომენტირებისას განაცხადა.
მინისტრი მიიჩნევს, რომ ჯიხაშკარსა და მარნეულში პოლიტიკური ნიშნით არავინ დაუკავებიათ.
„აქ არანაირ პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა. არაერთხელ განვაცხადე მარნეულზე, რომ ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც ხელიც კი აღმართეს პოლიციელებზე. პოლიციელს ჩაუტარდა მძიმე ოპერაციაც, რა პოლიტიკურ მოტივზე უნდა ვისაუბროთ ამ შემთხვევაში.  ჯიხაშკარს რაც შეეხება, არის ორი პირი დაკავებული. ჩვენ არ ვანსხვავებთ ადამიანებს პოლიტიკური სიმპათიებით, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, აუცილებლად გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები