თეა წულუკიანი, მეორე ტურში მონაწილეებს არჩევნების სამაგალითოდ მშვიდ პირობებში ჩატარებისკენ მოუწოდებს

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, არჩევნების მეორე ტურში მონაწილე ყველა სუბიექტს არჩევნების სამაგალითოდ მშვიდ პირობებში ჩატარებისკენ მოუწოდებს.
როგორც მინისტრმა უწყებათშორისი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სხდომაზე იმ სისხლის სამართლის საქმეებზე იმსჯელეს, რომლებზეც ან გამოძიება მიმდინარეობს, ან უკვე დასრულდა და სასამართლო განხილვებია.
მისივე თქმით, მთლიანობაში 19 პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული სხვადასხვა ტიპის სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევებისთვის.
„ზოგიერთ მათგანს გირაო აქვს შეფარდებული, ზოგიერთს საპატიმრო წინასწარი აღკვეთის ღონისძიება და დანარჩენ საქმეებზე ჯერ კიდევ მიმდინარეობს გამოძიება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამართალდამცველი ორგანოები მუშაობენ აქტიურად, რადგანაც ყველამ ვიცით და მათაც იციან, რომ სისხლის სამართლის სფეროში, როდესაც სახეზეა დანაშაულის ნიშნები, დევნას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გადამარწმუნებელი ეფექტი, რომ მომავალში არ მოხდეს იგივე ან სხვამ არ ჩაიდინოს იგივე.
მინდა ყველას მოვუწოდო: ყველა პარტიას, წარმომადგენელს, კომისიის თითოეულ წევრს, რომ საქართველოს და ჩვენი ქვეყნის მომავალს სცენ პატივი და მომავალ თაობებს. ზეგინდელი დღე ყველამ ჩავატაროთ მშვიდ, ცივილურ და სამაგალითოდ მშვიდ პირობებში“, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები