ლევან ვარშალომიძე გადაცემა „არჩევანის“ სტუდიაში არ მივიდა – ვიდეო

აჭარაში, “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომერი ლევან ვარშალომიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „არჩევანის“ სტუდიაში არ მივიდა.
სტუდიაში, აჭარაში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იყვნენ მიწვეული და მათ სამომავლო გეგმებზე სწორედ ვარშალომიძეს უნდა ესაუბრა. მის ნაცვლად პირდაპირ ეთერში ბათუმის 69-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი კირთაძე საუბრობს.
მან ვარშალომიძის სტუდიაში მიუსვლელობა მისი მოუცლელობით ახსნა და გადაცემის წამყვანს ბოდიში მოუხადა.
„ვიცით, რომ ბატონ ლევანს ელოდებოდით, ჩვენც ეს მოლოდინი გვქონდა, თუმცა არჩევნებამდე დაგვრჩა სულ სამიოდე დღე. ძალიან ბევრი საქმეა ბათუმში გასაკეთებელი. ყველანი აქ ვართ და ბატონი ლევანი ყველას ნაცვლად აგრძელებს „კარდაკარს“. ასევე, მიმდინარეობს შტაბის მუშაობა, ხდება საუბნო-საარჩევნო კომისიების უფრო მეტად გამაგრება. ბოდიშს გიხდით ბატონი ლევანის ნაცვლად“, – აღნიშნა კირთაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები