რას გეგმავს “ნაციონალური მოძრაობა” ნიკა რურუას ძმის მეთაურობით?!

ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა, კრიმინალურ სამყაროში ცნობილი როგორც “ჟორიკა”, დამკვირვებლის სტატუსით ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე იმყოფებოდა. ამის ამსახველი ვიდეო უკვე გავრცელდა. ვიდეოში ასახულია ნიკა რურუას ძმა გიორგი (ჟორიკა) რურუა უბანზე ჟურნალისტის სტატუსით.
როგორც ცნობილია, გიორგი რურუას აკრედიტაცია გავლილი ჰქონდა არარსებული ინტერნეტპორტალი “allmedia.ge”-ს სახელით. Top.ge-ს რეიტინგების მიხედვით, აღნიშნულ საიტს დღეში საშუალოდ 20 კაციც კი არ სტუმრობს, ხოლო ამ ამბების გახმაურებამდე ბოლო სტატია 2015 წლის 27- ივნისს ჰქონდა გამოქვეყნებული. უცნობია, რატომ მიიღო ასეთი რეპუტაციის სააგენტომ 3402 დამკვირვებლის ყოლის უფლება უბნებზე, ჰყავს თუ არა საერთოდ 3402 ჟურნალისტი ამ სააგენტოს, ან რა მიზნებით აპირებს ამ რესურსის გამოყენებას.
აღნიშნულმა სააგენტომ სოციალურ ქსელ “ფეისბუქზე” გამოაქვეყნა განცხადება, რომლითაც მოხალისეებს იწვევენ დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს და აკრედიტაციის გავლისთვის მხოლოდ და მხოლოდ პირადობის ასლია საჭირო. ფაქტს პოლიტიკოსები “ნაციონალური მოძრაობის” პროვოკაციად აფასებენ და უბნებზე პროვოკაციის მოწყობის საშუალებად განიხილავენ.
“allmedia” საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მოქალაქეებს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას სთავაზობს, ამისთვის მხოლოდ თქვენი სახელი და გვარის, ტელეფონისა და პირადი ნომრის დაფიქსირებაა საჭირო, – ასე ცდილობს სააგენტო იმ 3402 ლიცენზიის გაცემას, რომელიც არჩევნების პირველ ტურში მიიღო, უცნობია ასეთი რაოდენობის სადამკვირვებლო მისია რაში სჭირდება საიტს, რომელსაც ტოპ.ჯის რეიტინგების მიხედვით დღეში 20 კაციც კი არ სტუმრობს ან რატომ არ გამოუქვეყნებია არჩევნების მიმდინარეობისას არცერთი სტატია, შეფასება და გამოხმაურება.
აღნიშნული საიტის ლიცენზიით ისარგებლა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ნიკა რურუას ძმამ, ჟორიკა რურუამ. მმართველი პარტიის წევრები აცხადებენ, რომ აღნიშნული პორტალი და ამდენი ადამიანის მობილიზება არჩევნების დროს არეულობის მოწყობას ემსახურება.
არარსებული სააგენტო მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს მოხალისეების სტატუსით დააკვირდნენ. აკრედიტაციის მოსაპოვებლად საჭიროა, მსურველებმა ელ-ფოსტაზე გააგზავნონ პირადობის მოწმობის ასლი და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი.
არჩევნების პირველ ტურში სააგენტოს 3402 დამკვირვებელი ჰყავდა. მათ შორის იყო ნიკა რურუას ძმა ჟორიკა რურუა. ირკვევა, რომ სააგენტო “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ასოცირდება, ამავე დროს საინტერესოა – რა ამოცანა აქვს არარსებული სააგენტოს მიერ დამკვირვებელთა ასეთი რაოდენობით შეგროვებას. “allmedia.ge”-ს მთავარ გვერდზე ჩანს, რომ 27 ივნისის შემდეგ მხოლოდ ორი სტატია არის გამოქვეყნებული და ვებ-გვერდის მნახველთა რიცხვი საშუალოდ 50 ადამიანიც კი არ არის.
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დაბალი რეიტინგის ფონზე, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული სააგენტოს მობილიზაცია არჩევნების პარალელურად დივერსიის მზადების მორიგი მცდელობაა. მორიგი სკანდალი რურუების გვარს უკავშირდება. ჟორიკა რურუა 3402 კაციანი ჯგუფით, მიმდინარე არჩევნების ჩაშლას გეგმავს. არარსებული მედია საშუალების “ALLMEDIA.GE”-ს სახელს ამოფარებული კრიმინალებით დაკომპლექტებული მხედრიონელების დაჯგუფება საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო უბანზე ნაწილდებიან. ხალხს აგროვებენ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია, პირადი ინფორმაციის სანაცვლოდ მიიღოს “ALLMEDIA.GE”-ის ჟურნალისტის სტატუსი და ამავე სააგენტოს სახელით გაიაროს ცესკო-ში აკრედიტაცია.

​წყარო: სააგენტო “პირWელი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები