ნინო ლომჯარია “allmedia.ge”-ს თანამშრომლებზე – ე.წ. ყალბი დამკვირვებლები

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ, გარკვეულ ორგანიზაციებს ქმნიან. ლომჯარია ინტერესდება, საიდან აქვს “allmedia”-ს დაფინანსება.
“პოლიტიკური პარტიები წინასაარჩევნოდ, გარკვეულ ორგანიზაციებს ქმნიან. ასევე, უკვე დაფუძნებულ ორგანიზაციებს იყენებენ იმისათვის, რომ ჰყავდეთ უფრო მეტი წარმომადგენელი. საინტერესოა, საიდან მოდის ეს დაფინანსება, რომლითაც ისინი აკრედიტაციას უკეთებენ ათასობით დამკვირვებელს, ახდენენ თუ არა მათ მომზადებას და რა მეთოდოლოგიის საშუალებით”, – განაცხადა ლომჯარიამ.
ცნობისთვის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისთვის მედიასაშუალება “allmedia” მოქალაქეებს არჩევნებზე დაკვირვების შესაძლებლობას სთავაზობს, ამისთვის მხოლოდ სახელი-გვარის, ტელეფონისა და პირადი ნომრის დაფიქსირებაა საჭირო. სააგენტო იმ 3402 ლიცენზიის გაცემას ცდილობს, რომელიც არჩევნების პირველ ტურში მიიღო, უცნობია ასეთი რაოდენობის სადამკვირვებლო მისია რაში სჭირდება საიტს, რომელსაც ტოპ.ჯის რეიტინგების მიხედვით დღეში 20 კაციც კი არ სტუმრობს, ან რატომ არცერთი სტატია, შეფასება და გამოხმაურება არ გამოუქვეყნებია არჩევნების მიმდინარეობისას. როგორც ცნობილია, აღნიშნული საიტის ლიცენზიით ისარგებლა კრიმინალური ავტორიტეტის მქონე ნიკა რურუას ძმამ, ჟორიკა რურუამ, რისი დამადასტურებელი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები