საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიის რესპუბლიკაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 26 ოქტომბერს ცენტრალურ იტალიაში (მარკეს რეგიონი) ორი ძლიერი მიწისწძვრა მოხდა, მიწისქვეშა ბიძგებმა რიხტერის შკალით 5.4 და 6.2 მაგნიტუდა შეადგინა.
იტალიური მხარე დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობას არ ადასტურებს. იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო მუდმივ კავშირზეა იტალიის შესაბამის სამსახურებთან.
იტალიის რესპუბლიკაში მომხდარ მიწისძვრასთან დაკავშირებით ქ. რომში საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: (+39 333) 887 91 23.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში ასევე მოქმედებს ცხელი ხაზი: (+995 32) 294 50 50.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები