გიგა შენგელიას მამა: რაღაცა უნდა მოეპარათ ალბათ, სხვა აბა რაზე უნდა შემოსულიყვნენ

რაღაცა უნდა მოეპარათ ალბათ, სხვა აბა რაზე უნდა შემოსულიყვნენ, – ამის შესახებ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაღუპული გიგა შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
რომან შენგელიამ ეს ვარაუდი იმ კითხვის პასუხად გამოთქვა, თუ რა მიზნით აპირებდნენ მისი შვილი და დანარჩენი ორი პიროვნება ბაზის ტერიტორიაზე შეღწევას.
მისივე თქმით, მან დღეს მიიღო ინფორმაცია, რომ მისი შვილის მიმართულებით გასროლა ბაზის შიდა ტერიტორიაზე მოხდა.
„რაღაცა უნდა მოეპარათ ალბათ, სხვა აბა რაზე უნდა შემოსულიყვნენ აქ, შეიძლება მეგობრის სანახავად. არ ვიცი. ჩემი შვილი თბილისში დადიოდა, ეს ვიცი. ბაზაზე რომ დადიოდა, ეს არ უთქვამს. რომ დავაკვირდი აქაურობას, შიგნით უნდა ყოფილიყო. გვამი ისეთ ადგილას არის ნაპოვნი, ვერ ნახავდა გუშაგი”.
არსებული ინფორმაციით, რომან შენგელიამ სასწავლო ცენტრის ტერიტორია დატოვა და იგი სამხედრო პოლიციასთან დაკითხვაზე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები