გიგა შენგელიას მამამ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა: “კითხვებზე პასუხები უკვე მივიღე”

“კითხვებზე პასუხები უკვე მივიღე”, – ამის შესახებ სასწავლო ცენტრ ”კრწანისში” გარდაცვლილი გიგა შენგელიას მამამ, რომან შენგელიამ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბაზის გარეთ იყო ნაპოვნი, მაგრამ შემთხვევა შიგნით მოხდა. დავათვალიერე ადგილი, სადაც მკვლელობა მოხდა. რა კითხვებიც მქონდა, იმის პასუხები უკვე მივიღე. სამი შეკითხვა მქონდა და სამივეზე უკვე მიღებული მაქვს პასუხი. გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
ისეთ ადგილას იყო გვამი ნაპოვნი, გუშაგი ვერ ნახავდა. შესაძლოა გადარჩენილიყო, მაგრამ გამოძიებამ უნდა დაადგინოს ყველაფერი. ბევრი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა“, – განაცხადა რომან შენგელიამ.
ამასთან, რომან შენგელიას დღეს სამხედრო პოლიციაში გამოკითხავენ.
როგორც შენგელიამ აღნიშნა, გამოკითხვაზე დაბარების შესახებ მას სამხედრო პოლიციიდან უწყება მიიღო.
რაც შეეხება დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარების საკითხს, ამ დროისთვის ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, მოითხოვს თუ არა დამოუკიდებელ ექსპერტიზას.
მისივე ინფორმაციით, მისი მეორე შვილი გიორგი შენგელია, რომელიც მიმალვაშია, საქართველოში იმყოფება.
თავდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მზადაა ოჯახს შემთხვევის ადგილი დაათვალიერებინოს, ასევე საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტები ჩართოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები