საპარლამენტათშორისო კავშირი – დეპუტატი ქალები ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან

დეპუტატი ქალები სექსუალური ხასიათის ზეგავლენისა და ძალადობის მსხვერპლნი ხშირად ხდებიან.
ამის შესახებ საუბარია საპარლამენტათშორისო კავშირის დასკვნაში.
ამ ორგანიზაციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების მოქმედების კოორდინაცია. ამის შესახებ „ბი- ბი – სი“ იუწყება. კვლევაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55-მა დეპუტატმა ქალმა მიიღო მონაწილეობა. კვლევაში მონაწილე ქალთა 80%-მა განაცხადა, რომ ასე თუ ისე, სხვადასხვა სახის ფსიქოლოგიური ზეწოლის ან სექსუალური ზეგავლენის მსხვერპლნი გახდნენ.
ასე, მაგალითად: ევროპელმა დეპუტატმა ქალმა იჩივლა, რომ მან ოთხ საათში ტვიტერში გაუპატიურების 500 მუქარა მიიღო. დეპუტატმა ქალმა აზიის ერთ-ერთი ქვეყნიდან განაცხადა, რომ მის შვილს დაემუქრნენ. თანაც მუქარის ავტორმა იცოდა, თუ სად სწავლობს შვილი და რამდენი წლის არის.
​გამოკითხულთა 65,5% ამბობს, რომ მათ ხშირად შეურაცხყოფას აყენებენ, როდესაც სქესზე ამახვილებენ ყურადღებას. დეპუტატი ქალების თქმით, კოლეგები მათ მიმართ საკმაოდ დამამცირებელ კომენტარებს იყენებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები