უკრაინაში ორმხრივი სროლის დროს საქართველოს და სომხეთის მოქალაქეები დაიღუპნენ

უკრაინის ქალაქ მელიტოპოლში მომხდარი ორმხრივი სროლის დროს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეები დაიღუპნენ. გამოცემა “haqqin.az”-ის ინფორმაციით, დაღუპულები არიან საქართველოს მოქალაქე ზურაბ ონანიძე და სომხეთის მოქალაქე სტაგის ბადესარიანი.
​სამართალდამცველების ინფორმაციით, კონფლიქტი არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ პირებს შორის მოხდა. კონფლიქტის მიზეზი ქალი გახდა. გამოცემა “ru.tsn.ua”-ს ცნობით, სროლის დროს რამდენიმე პირი დაიჭრა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან. უკრაინული პოლიციის ცნობით, ეთნიკურ დაპირისპირებაზე საუბარი არ არის და ადგილი ჰქონდა „საყოფაცხოვრებო ნიადაგზე მომხდარ კონფლიქტს“.
14055805_10207109549608747_753427696_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები