მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ეუთოს დელეგაციას უმასპინძლა

საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე სამხრეთ კავკასიაში ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეუთოს თავმჯდომარის სპეციალურ წარმომადგენელს, გიუნტერ ბეხლერს შეხვდა.
მთავარ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პროკურატურის ხელმძღვანელი პირები და ეუთოს მისიის დელეგაციის წევრები.
პროკურატურის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას განიხილეს საერთო ინტერესის სფეროს მიკუთვნებული საკითხები და მომავალში ურთიერთთანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. შეხვედრის დასასრულს, გიუნტერ ბეხლერმა ირაკლი შოთაძეს ეუთოსა და საქართველოს პროკურატურას შორის დღემდე არსებული თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები