ნატო შავლაყაძე: შსს-ს სლოგანი ძალადობის წინააღმდეგ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც ეს იყო ერთი წლის წინ
„ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელი ნატო შავლაყაძე შინაგან საქმეთა სამინსიტროს მიერ ძალადობის წინააღმდეგ წამოწყებულ კამპანიას მნიშვნელოვან ფაქტად აფასებს და თვლის, რომ კამპანია წარმატებული იქნება.
შავლაყაძე ძალადობის ფაქტების შემაშფოთებელ სტატისტიკაზე საუბრობს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ წამოწყებული კამპანია პრევენციისთვის და საზოგადოების ინფორმირებისთვის მნიშვნელოვანია.
“ყველაზე მეტად გავრცელებული არის ფსიქოლოგიური ძალადობა და როცა ის ფიზიკური ძალადობის ფორმებს იძენს, მხოლოდ მაშინ მჟღავნდება, ამიტომ ეს კამპანია არის პრევენციის საუკეთესო საშუალება.
ჩვენ ვაფიქსირებდით, რომ ამ კამპანიის შედეგად ბევრმა ადამიანმა მოგვმართა და გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ ეს ხელმისაწვდომობა უფრო გამარტივდა, ამიტომ ვფიქრობ, რომ მოძალადეებიც ნაკლებად იძალადებენ“, – განაცხადა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ხელმძღვანელმა, ნატო შავლაყაძემ.