ბექა ნაცვლიშვილი: პარლამენტის ქუთაისიდან გადატანა იმ დრომდე არ განიხილება, ვიდრე ალტერნატიული ცენტრი არ შეიქმნება
პარლამენტი, როდესაც ქუთაისში გადაიტანა სააკაშვილმა, ამის მიზეზი ის იყო, რომ სააკაშვილს პოლიტიკური მუხტის გადატანა უნდოდა თბილისიდან, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა.
ნაცვლიშვილის ინფორმაციით, ხელისუფლება პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანას იმ დრომდე არ გეგმავს, ვიდრე ქუთაისში არ გაჩნდება მიზიდულობის ცენტრები.
“როდესაც სააკაშვილმა პარლამენტი ქუთაისში გადაიტანა, შეფუთა იმ თვალსაზრისით, რომ ქუთაისი უნდა განვითარებულიყო. რა თქმა უნდა, ეს ფუნქცია იქ პარლამენტმა ვერ შეასრულა, მაგრამ გაჩნდა მიზიდულობის ცენტრი. პარლამენტის გადმოტანის საკითხი ხელისუფლების წინაშე არ დადგება იმ დრომდე, ვიდრე ქუთაისში არ განხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები და ვიდრე ქუთაისს არ მიენიჭება გამანაწილებლის ფუნქცია.
ეს უკვე, საბოლოო ჯამში, გააჩენს ალტერნატივას და შემდგომში შეიძლება ამაზე დაიწყოს მსჯელობა“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.