“როცა ხილვადობა იყო უკვე ასპროცენტიანი, სწორედ მაშინ მოხდა ასი მეტრის რადიუსში ცხედრის აღმოჩენაც”

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს სპეკულაცია უწოდა. მინისტრმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას ის ფაქტი, რომ თითქოს საგამოძიებო ორგანოები მყისიერად არ მოქმედებდნენ, კატეგორიულად უარყო.
„მე გარკვეული სპეკულაციები მოვისმინე, თითქოს-და გარკვეული საგამოძიებო ორგანოები არ მოქმედებდნენ მყისიერად, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. სამხედრო პოლიცია ბაზაზე იმყოფება, ასე რომ მაშინათვე ჰქონდათ რეაქცია და რეაგირება, მაშინვე დაიწყო გუშაგის გამოკითხვა, რაც გარკვეულ დროსთან არის დაკავშირებული. რაც შეეხება უშუალოდ ცხედრის აღმოჩენას, მოგეხსენებათ, რომ ეს ფაქტი, მოხდა დილის 03:30 საათზე, როდესაც ხილვადობა ჭირს შესაბამისად ცხედრის იმწუთიერი აღმოჩენა მით უფრო გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების განხროციელების შედეგად შეუძლებელი იქნებოდა და როდესაც ხილვადობა იყო უკვე ასპროცენტიანი, სწორედ მაშინ მოხდა ასი მეტრის რადიუსში მისი აღმოჩენაც“, – განმარტა თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები