„ყოველგვარი ძალადობა არის აბსოლუტურად მიუღებელი“

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენები შეაფასა. პრემიერმა საქართველოს მთავრობის სახელით უკრაინაში განხორციელებული ძალადობა დაგმო და კიდევ ერთხელ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინის ხელისუფლება საკუთარ ხალხთან სიტუაციის განმუხტვას მშვიდობიანი გზით შეძლებს.
„მე მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ღრმა შეშფოთება უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ასევე, დავგმო საქართველოს მთავრობის სახელით ყოველგვარი ძალადობა, რომელიც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ძალიან ვწუხვართ და ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება და ასეთი ესკალაცია მიმდინარეობს ამჟამად უკრაინაში. თუმცა ვიმედოვნებ, რომ უკრაინის ხელისუფლება და საზოგადოება გამონახავენ გარკვეულ მექანიზმებს, რომ მშვიდობიანი გზით, მოლაპარაკების გზით მიაღწიონ შეთანხმებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები