რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში ნილ სკოტმა საქართველოს რეგიონული და ადგილობრივი განვითარების საკითხებთან დაკავშირებული ორდღიანი კონფერენცია გახსნეს.
როგორც “კვირას” სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციაზე 2015-16 წლების მცირე გრანტების პროგრამის შედეგები შეაჯამეს.
აღნიშნული გრანტების საშუალებით არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებმა პროექტები სამოქალაქო ჩართულობის გაზრდისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიზნით განახორციელეს. პროგრამა საქართველოს 6 რეგიონს – გურიას, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთს, სამეგრელო-ზემო სვანეთს, ქვემო ქართლს, მცხეთა-თიანეთსა და იმერეთს მოიცავდა.
პროგრამის განხორციელებაში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, „სამოქალაქო განვითარების სააგენტოსა“ (სიდა) და გაეროს განვითარების პროგრამასთან (UNDP ) ერთად აქტიურად იყვნენვ ჩართული, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისი (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADC).

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები