ვინ არის უშიშროების საბჭოს ახალი მდივანი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული უშიშროების საბჭოს ახლადდანიშნული მდივნის ბიოგრაფიას აქვეყნებს.
“დავით რაქვიაშვილი 1985-1992 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, პროფესიით გეოლოგი.
დავით რაქვიაშვილს აქვს არასამთავრობო და საჯარო სექტორში მუშაობის მდიდარი გამოცდილება.
2008-2010 წლებში იყო რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე.  აღნიშნულ რანგით დავით რაქვიაშვილი  მონაწილეობდა  ე.წ. ჟენევის დისკუსიებში,  ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის მექანიზმის მუშაობაში. თანათავმჯდომარეობდა  საქართველო-აშშ სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის სამუშაო ჯგუფს.
2011-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს დესპანად ამერიკის შეერთებულ შტატებში. სადაც საელჩოს პოლიტიკური და  ეკონომიკური დეპარტამენტების ზედამხედველობა და კოორდინაცია ებარა.
მრავალი წლის განმავლობაში ინსტიტუციურად ავითარებდა სათავგადასავლო ტურიზმს. დღემდე ხელმძღვანელობს   სათავგადასავლო ტურიზმის სკოლას.
2000 წლიდან დღემდე არის სამთო გამყოლთა ასოციაციის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი.   დავით რაქვიაშვილი ასევე არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის თანადამფუძნებელი და წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამეთვალყურებლო საბჭოს. ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები