“გოგი ხოშტარია “ნაცმოძრაობაში” შვილს – ელენე ხოშტარიას გულშემატკივრობს, ნინია კაკაბაძეს კი, მეუღლის – ბიბილაშვილის მომავალზე შესტკივა გული”

„ზუგდიდმა საკუთარ ღირსებაზე უარი არ უნდა თქვას და ხმა არ უნდა მისცეს სანდრა რულოვსის სახით მოვლენილ სააკაშვილს, რომელსაც სამეგრელო მუხლებზე ჰყავდა დაჩოქებული“ – აცხადებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრი და ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ დღევანდელ ნომერში.

ამავე ინტერვიუში ეკა ბესელიას მიაჩნია, სახიფათოა, როდესაც რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ დამბალანსებელი და მაკონტროლებელი გახდეს!

„პირდაპირ ვაცხადებ – არჩევნების მეორე ტურში ნაცმოძრაობის კანდიდატებისთვის ხმის მიცემა და მათთვის დამატებით, თუნდაც ერთი სადეპუტატო მანდატის მინიჭება, მწამებლების, მოძალადეებისა და „სიკვდილის ბრიგადების“ გაძლიერებას ნიშნავს. აი, სწორედ ეს არის სახიფათო და არა „საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება!

ძალიან სახიფათოა ისიც, როცა რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაცია ფიქრობს, რომ შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ დამბალანსებელი და მაკონტროლებელი გახდეს! კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობისთვის“ მიცემული თითოეული ხმა, ეს იქნება არჩევანის გაკეთება ძალიან მძიმე და უბედური წარსულის სასარგებლოდ! ეს იქნება ხმის მიცემა იმ ძალადობის, წამებისა და მკვლელობებისთვის, რაც ჩვენმა საზოგადოებამ ნაციონალების მმართველობის პერიოდში გადაიტანა!

აშკარაა, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ გავრცელებული მიმართვის ერთ-ერთი ხელმომწერი – გოგი ხოშტარია – ნაცმოძრაობაში საკუთარ შვილს – ელენე ხოშტარიას გულშემატკივრობს, კიდევ ერთ ხელმომწერ ნინია კაკაბაძეს კი საკუთარი მეუღლის, ნაცმოძრაობის წევრ ზაზა ბიბილაშვილის პოლიტიკურ მომავალზე შესტკივა გული! უკაცრავად, მაგრამ ეს ადამიანები საზოგადოების სახელით ნუ ლაპარაკობენ, თავიანთი ოჯახის წევრების სახელით ილაპარაკონ!“ – აცხადებს ეკა ბესელია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები